понедельник, 29 января 2024 г.

2-я Сб. АИФ (Норвегия) 0:8 Сб. Закавказья

Гетеборг. 01.09.1935

Футбольная команда Закавказья имела игру с 2-й сборной командой норвежской рабочей спортивной федерации (АИФ). Матч прошел при полном преимуществе советских игроков и окончился в их пользу при счете 8:0. «Красный спорт», 03.09.1935, № 59 (147).


 

Успех команды Закавказья

Начались выступления советской спортивной делегации, прибывшей в Копенгаген из Осло. Пловцы выступали 15 и 16 сентября против команды датского рабочего спортивного союза. Во всех заплывах победителями вышли наши спортсмены.

Футболисты 15 сентября сыграли свою первую игру против датской рабочей команды. В упорной борьбе команда Закавказья выиграла 1:0, забив мяч в первой половине игры. Сборная команда Дании в этом году, имела ничью с Норвегией (АИФ).

Вся скандинавская печать дает самые лестные отзывы об игре команды Закавказья. Газеты отмечают высокую технику советских футболистов, рациональную тактику их игры, которую они очень тонко применяют в зависимости от качества игры их противника. Особенно хорошие отзывы вызывает коллективный и комбинационной характер игры Закавказья. «Это прежде всего действительно команда, а затем уже хорошие игроки», — пишут норвежцы.

Победы над клубом «Горда» в Гетеборге и над сильнейшей в Европе рабочей командой АИФ действительно ставят команду Закавказья в число передовых команд СССР.

По возвращении этой команды из-за границы преполагается ее тренировочный матч против команды Москвы. «Красный спорт», 17.09.1935, № 66 (154).




воскресенье, 28 января 2024 г.

Сб. Рабочего союза Мосса (Норвегия) 2:1 Сб. Закавказья

Сб. Рабочего союза Мосса (Норвегия) 2:1 Сб. Закавказья / 10.09.1935. Мосс

Проигрыш Закавказья

После всех своих отличных выступлений футбольная команда Закавказья 12 сентября потерпела поражение. История его такова. После того как сборная команда АИФ (Норвежский рабочий спортивный союз), — одна из сильнейших рабочих команд Европы, — понесла от наших поражение при 2:1 (см. № 63 «Красного спорта»), норвежцы предложили новый матч — с командой «МОСС».

Фактически это был реванш с АИФ, так как за «МОСС», исключая нескольких игроков, полностью выступала команда норвежского союза. Закавказцы этого не предполагали и вышли на матч с расчетом на легкую победу, поставив трех запасных игроков. В результате такой комбинации матч окончился нашим проигрышем при счете 2:1. В настоящее время советская спортивная делегация выступает в Дании. «Красный спорт», 15.09.1935, № 65 (153).




АИФ (Норвегия) 1:2 Сб. Закавказья

Сб. АИФ (Норвегия) 1:2 Сб. Закавказья · 08.09.1935. Осло.  

О матче с АИФ

ОСЛО, 9. (По телефону).

Вам уже известен результат матча Закавказье — сборная команда АИФ. Эту ответственнейшую встречу советские игроки провели блестяще. Надо сознаться, что надежды на выигрыш у них почти не было — слишком силен был противник. Команда Закавказья превзошла сама себя. Приняв жестокий темп норвежцев, она до конца его выдержала. Игра была полна красивейших комбинаций, показала отличную техническую и физическую подготовку Советских игроков. На 40-й минуте первой половины игры наши проводят первый мяч. Попытки норвежцев сравнять счет безуспешны — защита Закавказья работает на-славу. После отдыха АИФ путем отчаянных усилий добивается своего — счет 1:1. Тогда советские игроки начинают натиск и прижимают норвежцев к их воротам. За 5 мин. до конца, защищаясь, норвежцы сбивают нашего игрока на штрафной площадке, и Бердзенишвили забивает 11-метровый мяч. Со счетом 2:1 команда Закавказья выигрывает встречу. Капитан норвежской команды Свенсен назвал игру закавказской команды на редкость сильной. Особенно он отмечает игру вратаря, центра нападения и левого крайнего. Эриксон. «Красный спорт», 11.09.1935, № 63 (151).





суббота, 30 декабря 2023 г.

თბილისის „დინამოს“ 1936 წლის სეზონი


გუნდის მწვრთნელები და დამხმარე პერსონალი 1936 წელს:

უფროსი მწვრთნელი — პეტრე ორეხოვი (დ. 1907) — მაისამდე

უფროსი მწვრთნელი — ჟიულ ლიმბეკი (დ. 1899) — მაისიდან

გუნდის წარმომადგენელი — გრიგოლ ფაჩულია (დ. 1904)

თბილისის „დინამოს“ 1936 წლის შემადგენლობა

ბუშნოი ევგენი (1910)  [← ?] 
დოროხოვი ალექსანდრე (1911) — ჩემპიონატი „ბ“ კლასი (6-4გ), ჩემპიონატი „ა“ კლასი (7-9გ), თასი (8-12გ)

სოლონინი ნიკოლაი [→ ?]


აბაშიძე ლევან (1909) — ჩემპიონატი „ბ“ კლასი (1[→ ?]

ანიკინი ნიკოლაი (1904) — ჩემპიონატი „ბ“ კლასი (6), ჩემპიონატი „ა“ კლასი (5+), თასი (7)

ასლამაზოვი მიხეილ (1908) —ჩემპიონატი „ბ“ კლასი (6-4), ჩემპიონატი „ა“ კლასი (1+), თასი (8-6)

ბელოვი გიორგი [→ „ლოკომოტივი“ კ.]

ბერძენიშვილი ვლადიმერ გერასიმეს ძე (1914)  [← ?] — ჩემპიონატი „ბ“ კლასი (1), ჩემპიონატი „ა“ კლასი (1+), თასი (2)

ბერძენიშვილი ვლადიმერ ირაკლის ძე (1910)  [← ?] — ჩემპიონატი „ბ“ კლასი (6-1), ჩემპიონატი „ა“ კლასი (5+-1), თასი (8)

ბერძენიშვილი მიხეილ ირაკლის ძე (1914) — ჩემპიონატი „ბ“ კლასი (6-4), ჩემპიონატი „ა“ კლასი (7-6), თასი (8-6)

გავაშელი თენგიზ (1914)  [← „დინამო“ პიატიგორსკი]

გაგუა გრიგოლ (1915) — ჩემპიონატი „ბ“ კლასი (6), ჩემპიონატი „ა“ კლასი (2+), თასი (1)

გრაჩოვი ა. [→ ?]

ჯორბენაძე ვლადიმერ (1913)  [← ზიი თბ.] — ჩემპიონატი „ა“ კლასი (6+), თასი (5-1)

ჟდანოვი გიორგი (1910) [→ „ლოკომოტივი“ თბ.]

კინწურეიშვილი ჯუმბერ (1917) [→ „ლოკომოტივი“ თბ.]

მინაევი მიხეილ (1911)  [← ზიი თბ.] — ჩემპიონატი „ა“ კლასი (5+)

მინჯია ალექსანდრე (1913)  [← ზიი თბ.]

ნიკოლაიშვილ ედუარდ (1909) — ჩემპიონატი „ბ“ კლასი (6), ჩემპიონატი „ა“ კლასი (6+), თასი (8)

პაიჭაძე ბორის (1915)  [← ზიი თბ.] — ჩემპიონატი „ბ“ კლასი (5-7), ჩემპიონატი „ა“ კლასი (6+-6), თასი (8-5)

პანინი ილია (1909) — ჩემპიონატი „ბ“ კლასი (6-1), ჩემპიონატი „ა“ კლასი (6), თასი (8-2)

პოდშივალოვი ალექსანდრე — თასი (1) [→ ?]

ფოჩხუა ა. [→ ?]

სომოვი ნიკოლაი (1910) — ჩემპიონატი „ბ“ კლასი (6-2), ჩემპიონატი „ა“ კლასი (6+-1), თასი (6-2)

ფროლოვი ბორის (1915)  [← ბდპო ბთ.]

შავგულიძე შოთა (1912) — ჩემპიონატი „ბ“ კლასი (6), ჩემპიონატი „ა“ კლასი (7), თასი (8)

ელიავა ალექსანდრე (1911) — ჩემპიონატი „ა“ კლასი (1+), თასი (2) [→ ?]


შენიშვნა:  - დებიუტანტი, სკდ - სათამაშო კარიერის დასასრული.

четверг, 28 апреля 2022 г.

„დინამო“ თბილისი 1:0 „სპარტაკი“ მოსკოვი 30.09.1937

 „დინამო“ თბილისი 1:0 „სპარტაკი“ მოსკოვი

30 სექტემბერი. თბილისი. სტადიონი „დინამო“. 35 000 მაყურებელი. 

მსაჯი: ვ. ბისტროვი (ლენინგრადი). 

გოლი: 1:0 თ. გავაშელი (89). 

„დინამო“ (თბილისი): ა. დოროხოვი, შ. შავგულიძე (კაპ.), გ. ჭუმბურიძე, ვ. ჯორბენაძე, მ. მინაევი, ა. კიკნაძე, თ. გავაშელი, მ. ბერძენიშვილი, ბ. პაიჭაძე, მ. ასლამაზოვი, ნ. სომოვი. 

„სპარტაკი“ (მოსკოვი): აკიმოვი, ტუჩკოვი, სოკოლოვი, არტემიევი, ანდ. სტაროსტინი, პ. სტაროსტინი გლაზკოვი, გულიაევი, რუმიანცევი, ბ. სტეპანოვი (პლონსკი), ჟიგალინი.


წუთი რომელმაც გადაწყვიტა გამარჯვება 

30 სექტემბერს, ამხ. ლ. ბერიას სახ. სტადიონზე შეკრებილი 40-ათასიანი მაყურებელი მოუთმენლად ადევნებდა თვალყურს საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ოსტატთა ორი უძლიერესი კოლექტივის — მოსკოვის „სპარტაკის“ და თბილისის „დინამოს“ გუნდების კალენდარულ შეხვედრას სსრ კავშირის პირველობაზე. 

ლენინგრადელ მსაჯის ამხ. ბისტროვის ნიშანზე ორივე გუნდი თავის ძირითად, საბრძოლო შემადგენლობით გამორბის მოედანზე.

თამაში თბილისელ ოსტატთა დამარბეველი ტემპით, და მოხდენილ კომბინაციათა მძლავრი იერიშებით დაიწყო. უკვე მე-5 წუთზე გავაშელის მიერ 6 მეტრიდან დარტყმულ „შუტს“ მშვიდად იღებს მეკარე აკიმოვი. მე-6 წუთზე მოსკოველთა კარებთან კვლავ იქმნება სახიფათო მომენტი. საჯარიმო მოედანზე შემდგარ პაიჭაძეს ელვის სისწრაფით მოეჭრა კარებიდან გამოსული აკიმოვი და შორი ნახტომით შეეცადა შემართულ ფეხიდან აეტაცებია „მკვდარი“ ბურთი, მაგრამ წინდახედული მეკარე მოსტყუვდა ანგარიშში, პაიჭაძემ მისთვის ჩვეულ „დრიბლინგით“ მოხდენილად აარიდა მას ბურთი და იგი თავისუფალ მოედანზე გაუგორა გარემარბ სომოვს, ღიად დარჩენილ კარებში სომოვისაგან გაგზავნილ მძლავრ „შუტს“ ა. სტაროსტინი გაუწვა მეკარე აკიმოვის ნაცვლად, მაგრამ დარტყმა არ აღმოჩნდა ზუსტი და ბურთმა ნახევარ მეტრით ჩაუქროლა კარების მარჯვენა ძელს. 

თბილისელთა მძლავრ შემოტევას სტუმრებმა დინჯი და მოფიქრებული თავდაცვა შეაგებეს. თანდათან გადმოიტანეს თამაში მოედნის ცენტრში და კონტრიერიშებზე გადასვლით რამდენიმეჯერ შექმნეს „არევ-დარევა“ თბილისელთა კარებთან. მიუხედავად ქარის მძლავრი წინააღმდეგობისა თბილისელი ოსტატები მშვენივრად იცავენ კარებს. მე-17 წუთზე 25-მეტრიან საჯარიმო დარტყმიდან ა. სტაროსტინისაგან კარებში გაგზავნილ „მკვდარ“ ბურთს დიდი ოსტატობით იღებს მეკარე დოროხოვი. კვლავ რამდენჯერმე განმეორდა სახიფათო მომენტები ორივე კარებთან, მაგრამ ანგარიშის გახსნას ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებს და პირველი ტაიმიც უშედეგოდ მთავრდება. 

მეორე ტაიმმა ნათლად გამოააშკარავა თბილისელ ოსტატთა უპირატესობა. მთელი თამაში თითქმის სტუმრების მხარეს მიმდინარეობდა. მოსკოველთა საჯარიმო მოედანზე ზედიზედ იქმნებოდა სახიფათო მომენტები, მაგრამ თავდაცვაში გადასული „სპარტაკელთა“ კოლექტივი გადაულახავ კედლად იყო აღმართული კარების წინ.

თამაშის დრო მიიწურა. მეორე ტაიმის 43 წუთის დაძაბულმა ბრძოლამ კვლავ უშედეგოდ ჩაიარა. აქა-იქ უკმაყოფილოდ წამოიშალა ხალხი. კორნერზე დადებული ბურთი მაინცდამაინც დიდ იმედებს არ იძლეოდა, მაგრამ მაყურებელთა უმრავლესობა მაინც სულგანაბული უცდიდა მსაჯის უკანასკნელ ნიშანს მატჩის დამთავრების შესახებ.

და აი, კორნერიდან სომოვის მიერ მოწოდებული ბურთი სახიფათოდ „დაეკიდა“ მოსკოველთა კარებთან. აკიმოვმა მოხდენილად გააკეთა ვეფხის ნახტომი, მაგრამ ბურთს მაინც ვერ მისწვდა. კარების წინ შემქნილ „არევ-დარევაში“ ბურთმა დარეტიანებულ ფრინველივით მოხაზა რამდენიმე მრუდი და გავაშელის მძლავრი „შუტის“ შემდეგ მხოლოდ სტუმრების კარების ბადეში მოახერხა დამშვიდება. სტადიონი მხურვალე ოვაციასა და ყიჟინაში ჩაიძირა. 

თბილისელ ოსტატთა ფარზე აღიმართა ციფრი 1 და მალე თამაშიც დამთავრდა. 

პენალტი. 

„ახალგაზრდა კომუნისტი“, 3 ოქტომბერი, 1937 წ. 

წყარო: თსუ – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა / სპორტი / თბილისის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ისტორია