საკონტროლო მატჩი, ტურნე…
თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები, ისევე, როგორც უმაღლესი ლიგის სხვა
გუნდების წევრები, მოსკოვში იმყოფებოდნენ მწვრთნელთა და ფეხბურთელთა
საკავშირო თათბირზე. ლესელიძეში საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნებისას, 25 იანვარს
გუნდმა მეორე საკონტროლო მატჩი გამართა. მისი მეტოქე იყო პირველი ლიგის
წარმომადგენელი – კრასნოდარის „ყუბანი“.
თამაში მოიგეს თბილისელებმა – 1–0. გოლი მატჩის მეორე ნახევარში გაიტანა
ყიფიანმა.
დინამოელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: გაბელია, კოსტავა,
კანთელაძე, ჩივაძე, გ. მაჩაიძე, დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი (ჩელებაძე),
ყიფიანი, შენგელია.
თბილისის „დინამოს“ წინასასეზონო მზადების გეგმაში მოხდა ცვლილება. გუნდი
ამხანაგური საერთაშორისო მატჩების ჩასატარებლად მიემგზავრება ტუნისში, სადაც
შეხვდება პირველ ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებს. მკითხველებს
შევახსენებთ, რომ ტუნისის ნაკრები შარშან არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის
ფინალში მონაწილეობდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
„ლელო“, 27 იანვარი, 1979 წ.
წყარო: dspace.gela.org.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий